„ერთა ლიგაში“ საქართველოს მეტოქეები გაირკვა
„ერთა ლიგაში“ საქართველოს მეტოქეები გაირკვა

დღეს, 24 იანვარს, ლოზანაში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის პირველ კალათაში იყო განთესილი, ისევე როგორც ბელარუსი, მაკედონია და აზერბაიჯანი.

წილისყრაში ცნონილი ბელარუსი ფეხბურთელი, ”ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდ ჰლები მოანწილეობდა. საბოლოოდ, საქართველო მოხვდა I ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები არიან ლატვია, ყაზახეთი და ანდორა.

ჯგუფები ასე გადანაწილდა:

I ჯგუფი
საქართველო
ლატვია
ყაზახეთი
ანდორა

II ჯგუფი
ბელარუსი
ლუქსემბურგი
მოლდოვა
სან მარინო

III ჯგუფი
აზერბაიჯანი
ფარერების კუნძულები
მალტა
კოსოვო

IV ჯგუფი
მაკედონია
სომხეთი
ლიხტენშტეინი
გიბრალტარი

უეფას ერთა ლიგის კალენდარი:
I ტური. 6-8 სექტემბერი, 2018 წელი
II ტური. 9-11 სექტემბერი, 2018 წელი
III ტური. 11-13 ოქტომბერი, 2018 წელი
IV ტური. 14-16 ოქტომბერი, 2018 წელი
V ტური. 15-17 ნოემბერი, 2018 წელი
VI ტური. 18-20 ნოემბერი, 2018 წელი