ვორონეჟის რეგიონში „ვაილდბერისის“ სავაჭრო კომპლექსზე იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა
ვორონეჟის რეგიონზე გასულ ღამეს მიტანილი იერიშის შედეგად „ვაილდბერისის“ სავაჭრო ლოგისტიკურ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივების ცნობით, სოფელ ალექსანდროვკაში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
„ვაილდბერისში“ ადასტურებენ, რომ 152 900 კვ.მ. ლოგისტიკური ცენტრიდან საჭირო გახდა თანამშრომლების ევაკუაცია, თუმცა კომპანიაში ევაკუაციის ოფიციალურ მიზეზს არ ასახელებენ.
ამასთან, ღამით ხანძარი გაჩნდა ხაბაროვსკის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადაც მანამდე ობიექტზე დრონებით იერიშები მიიტანეს.
რუსულ მედიასთან ინტერვიუში კომპანიის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
ცნობისთვის, აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი კომპანია უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრში მდებარეობს.