ვოლოდიმირ ზელენსკისა და ულფ კრისტერსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

16:01, 10.08.2025
epa10468627 A handout photo made available by the Ukrainian Presidential Press Service shows Ukraine's President Volodymyr Zelensky (L) and Sweden's Prime Minister Ulf Kristersson (R) during their meeting in Kyiv (Kiev), Ukraine, 15 February 2023. Kristersson arrived in Ukraine to meet with top officials amid Russia's invasion.  EPA-EFE/UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE HANDOUT -- MANDATORY CREDIT: UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE -- HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ულფ კრისტერსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, სატელეფონო საუბრისას შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, ლიდერებმა უკრაინის ავიაციის განვითარება განიხილეს.

„შვედეთი, ისევე როგორც ჩრდილოეთ ევროპის ყველა ქვეყანა, მხარს უჭერს ომის სწრაფი, გულწრფელი და საიმედო დასრულებისა და რუსეთზე ეფექტური ზეწოლის აუცილებლობას. სწორედ რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ ომის დასასრულებლად, რომელიც თავად დაიწყო. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას შვედეთთან და სხვა პარტნიორებთან ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად“, – წერს ზელენსკი.

ლიდერებმა ასევე განიხილეს შეხვედრების შესაძლო ფორმატები და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი ვიზიტები განხორციელდება.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა უკრაინის სამხედრო ავიაციის განვითარებაში. ახლა ვადგენთ, რომელ საბრძოლო პლატფორმებზე იმუშავებს ჩვენი საჰაერო ფლოტი შემდეგ ეტაპებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები – უკრაინა და შვედეთი – დეტალურად შეიმუშავებენ ამ საკითხს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შვედეთი მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში. კრისტერსონის თქმით, შვედეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

„შვედეთი სრულად უჭერს მხარს ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებას უკრაინის შესახებ“, – წერს კრისტერსონი.

ცნობისთვის, გუშინ დიდ ბრიტანეთში ევროპელი ლიდერების, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

მსგავსი