ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან ავდეევკასა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან ავდეევკასა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„საუბარი მქონდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ძალიან მნიშნველოვან თემებზე, კერძოდ, ავდეევკასა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე. ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავამარცხოთ რუსული ბოროტება და დავიცვათ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი სიცოცხლე. უკრაინელები ადრეც იბრძოდნენ გმირულად, მაგრამ უკრაინამ თავის ისტორიაში პირველად მიაღწია ასეთ გლობალურ სოლიდარობასა და მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 17 თებრვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქ ავდეევკის დატოვება დაიწყეს, ამის მიზეზი კი შექმნილი ოპერატიული ვითარება გახდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდ სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ მათი გამოყვანით თავიდან აირიდეს უკრაინელი ჯარისკაცების ალყაში მოქცევა.