ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის შეძენაც სურს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის შეძენაც სურს

უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის შეძენაც სურს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ გვითხოვია მომავალი პაკეტი უფასოდ. ჩვენ ამას უსაფრთხოების გარანტიადაც კი ვთვლით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ კიევის სურვილების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვა და სხვა შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებიც ძალიან სჭირდება უკრაინას.

„ეს არის დაცვა, ეს იქნება დახმარება ომის დასრულების შემდეგ, ეს არის უსაფრთხოების გარანტია, რომ ჩვენი უკრაინა საჰაერო თავდაცვით არის დაცული. ბევრი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტია, რომელზეც ჩვენ მზად ვართ. ჩვენ მზად ვიყავით 30-ის და 50 მილიარდის მოძიებაზეც შესაბამისი პაკეტისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.