ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს თანამდებობის პირებს დაავალა, დაუკავშირდნენ აშშ-ში პარტნიორებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია სამხედრო დახმარების თაობაზე სამომავლო გეგმების შესახებ
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაავალა უმაღლეს თანამდებობის პირებს – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და დიპლომატებს, დაუკავშირდნენ აშშ-ში პარტნიორებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია სამხედრო დახმარების თაობაზე სამომავლო გეგმების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ბევრს აქვს ერთი შეკითხვა: რა მოხდება შემდგომ აშშ-ის დახმარებასთან დაკავშირებით.
„მე დავავალე უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და დიპლომატებს, დაუკავშირდნენ აშშ-ში თავიანთ კოლეგებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია. ხალხს არ უნდა მოუწიოს გამოცნობა. უკრაინა და ამერიკა იმსახურებენ პატივისცემით სავსე დიალოგს, ერთმანეთის მკაფიო პოზიციების გაგებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინა ხედავდა რისკებს, რის გამოც სპეციალურმა სამსახურებმა მოახერხეს მოქმედების ალგორითმის მომზადება ნებისმიერი სცენარისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა სხვა დროა: „2022 წელი აღარ არის. ახლა ჩვენი გამძლეობა უფრო მაღალია, გვაქვს დაცვის საშუალებები, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები ამერიკასთან, რათა ომი ნამდვილად დასრულდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მიიღო.