ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრს უბრძანა, შეკრიბოს მოლაპარაკებაში მონაწილე ადამიანების გუნდი, რომლებიც პარტნიორებთან უსაფრთხოების სისტემის ყველა დეტალზე ისაუბრებენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს უბრძანა, რომ შეკრიბოს მოლაპარაკებაში მონაწილე ადამიანების გუნდი, რომლებიც პარტნიორებთან უსაფრთხოების სისტემის ყველა დეტალზე ისაუბრებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გუნდი ლონდონში გაემგზავრება და სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო მეთაურების შეხვედრა ბრიტანეთში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში სამშვიდობო ძალების შექმნის გეგმა იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდება.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ იგი შეხვდა უმეროვს და გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელს, ანდრეი ჰნატოვს. პრეზიდენტმა მათთან ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა.