ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ.
„რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელა უკრაინაზე: 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 40 რაკეტა. ამ იარაღის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა უცხოური კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რომელთა მოპოვებასაც რუსები სანქციების მიუხედავად აგრძელებენ. სწორედ ასეთი კომპანიების, რაკეტებისა და დრონების კომპონენტების მიმწოდებლებისა და მწარმოებლების წინააღმდეგ ვაწესებთ ახალ სანქციებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ზელენსკის თქმით, დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ. კერძოდ, კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა მეშვეობითაც რუსული რაკეტებისა და დრონების წარმოებაში გამოყენებული კომპონენტების მიწოდებისთვის თანხების გადახდა ხდება.
„სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის კრიპტობაზრისა და მაინინგის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებების ნაწილი შევა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან და ვზრდით ზეწოლას აგრესორზე“, – წერს ზელენსკი.
Overnight into Saturday, Russia carried out another massive attack on Ukraine, deploying over 400 drones and nearly 40 missiles of various types. Producing this weaponry would be impossible without critical foreign components, which the Russians continue to obtain by…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 8, 2026