ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა – „დღეს ბრუნდებიან ჩვენი დამცველები, მადლობა ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ტყვეთა გაცვლა უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. დღეს ბრუნდებიან ჩვენი დამცველები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძოდნენ სხვადასხვა რეგიონში – დონეცკში, მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მეომრები. ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები. გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანია ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლება. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას შესაძლებელს ხდის“, – აღნიშნავს ზელენსკი.
Our people are home. Most of them had been held in Russian captivity since 2022.
Today, our defenders who fought for Ukraine in various regions – the Donetsk region and Mariupol, the Luhansk, Kharkiv, and Kherson regions – are coming back. These are warriors of the Armed Forces,… pic.twitter.com/HR6PCPyXGO
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 4, 2025