ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლებლობა განიხილა
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლებლობა განიხილა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინას რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგოსისტემაზე მიტანილი იერიშების შედეგებთან გამკლავება მოუწია.
„საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენ ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია. სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ვისაუბრეთ. კერძოდ, ამერიკული გაზის მიწოდების შესაძლებლობაზე. შეხვედრაზე შევთანხმდით, რათა ყველა დეტალი განვიხილოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრას, ვაშინგტონის გავლენის გათვალისწინებით, ნამდვილად შეუძლია, რუსეთთან ომს წერტილი დაუსვას.
„ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. ამან, შეიძლება, ნამდვილად დაასრულოს ომი, რადგან სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს ასეთი გლობალური ზეგავლენის მოხდენის უნარი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც ჩვენს მხარეს იყვნენ ამ მცდელობებში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.