ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა – „გენერალური პროკურორისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა, თანამდებობის დატოვება“

15:02, 14.09.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ზელენსკის თქმით, ამის შესახებ თავად რუსლან კრავჩენკოსაც უთხრა.

„გენერალური პროკურორისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა — თანამდებობის დატოვება. ეს მას ვუთხარი. უკრაინამ ნახა ყველა მიზეზი, რატომ. ამას პოლიტიკურ ზეწოლად თუ მიიჩნევს, მისი ნებაა, ასეც დაუძახოს. მოვუწოდებ პარლამენტარებს, რომ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას შეფერხებების გარეშე დაუჭირონ მხარი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, სიმიონ კრივონოაის მიმართ ეჭვმიტანილის სტატუსი გამოსცა. ამას წინ უძღოდა 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებული ოფისის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს, მისი მოადგილის, მარია ვდოვიჩენკოსა და ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.

მსგავსი