ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები და რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები და რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა განიხილა.
აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა.
„გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან განვიხილე მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობა. შევატყობინე რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობა. მადლობა გადავუხადე გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანქციები უნდა გამკაცრდეს“, – წერს ზელენსკი.
Discussed with Chancellor @OlafScholz the course of the negotiation process. Reported on the progress of countering aggression and crimes of the Russian Federation. Expressed gratitude for the help provided by 🇩🇪. Pressure on Russia must continue, sanctions must be intensified.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 28, 2022