ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას ნორვეგიის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის საკითხი განიხილა და ვაშინგტონში ვიზიტის შედეგები გააცნო

23:21, 29.07.2026

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ნორვეგიის მთავრობის მეთაურს ვაშინგტონში ვიზიტის შედეგები გააცნო.

„დიდ იმედს ვამყარებთ პრაქტიკულ შედეგებზე – ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, ყოველდღიური საჭიროება. „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემები და ჩვენი ერთობლივი წარმოება სწორედ ის არის, რაც ადამიანების სიცოცხლეს იხსნის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ნორვეგიის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის საკითხი. ზელენსკის განცხადებით, მათ შემდგომი შეხვედრების გრაფიკიც შეათანხმეს.

მსგავსი