ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან. ამის შესახებ გავრცლებულ ინფორმაციას ზელენსკი საკუთარ სოციალურ ქსელში ადასტურებს.
„მე ხაზი გავუსვი ნატო-ში უკრაინის მიწვევის მნიშვნელობას და ჩვენი საბრძოლო ბრიგადების საბრძოლო მასალებით, იარაღითა და ტექნიკით დროულად გაძლიერების აუცილებლობას, ასევე ზამთარში რუსული საჰაერო ტერორისგან უკრაინის თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად ახდენს პოზიციების კოორდინაციას „სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის მისაღწევად“. ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროპელი პარტნიორებისთვისაც.
„ერთის უსაფრთხოება ყველას უსაფრთხოების საფუძველია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
I spoke with @SecGenNATO Mark Rutte and thanked him for hosting the Ukraine-NATO Council meeting in Brussels at the level of foreign ministers.
I reiterated the importance of inviting Ukraine to NATO and ensuring the timely reinforcement of our combat brigades with ammunition,… pic.twitter.com/KCLwlI0lmA
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 5, 2024