ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს საუკეთესო და ყველაზე ნაყოფიერი უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი საუკეთესო და ყველაზე ნაყოფიერი იყო.
„ეს იყო ალბათ საუკეთესო საუბარი, რაც ამ მთელი პერიოდის განმავლობაში გვქონდა, ყველაზე ნაყოფიერი. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საკითხები და მადლიერი ვარ დახმარების გაწევის მზაობისთვის. „პეტრიოტის“ სისტემა არის გასაღები ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ დაცვისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, მან დონალდ ტრამპთან ერთად განიხილა „რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი საკითხი“, რომლებზეც ორივე მხარის ოფიციალური პირები მომავალ შეხვედრებზე იმსჯელებენ.