ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციის საქმეზე ბრალდებული სერგეი გაიდაი მუკაჩევოს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციის საქმეზე ბრალდებული სერგეი გაიდაი მუკაჩევოს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული – სერგეი გაიდაი მუკაჩევოს რაიონული ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მანამდე, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოავლინეს კორუფციულ სქემები სამხედრო ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით.

როგორც ირკვევა, კორუფციული სქემაში ჩართული პირები კომპანიისგან საბრძოლო ტექნიკას იმაზე მაღალ ფასად ყიდულობდნენ სახელმწიფო ხარჯებით, ვიდრე ღირდა, ხოლო სხვაობას თავად იტოვებდნენ. ანტიკორუფციულმა ორგანოებმა აღნიშნულ საქმეზე ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს უმაღლესი რადას დეპუტატი, რაიონული და საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ასევე ეროვნული გვარდიის სამხედროები.