ვოლოდიმირ ზელენსკიმ იხუმრა, რომ ჟენევიდან დიდი შვიდეულის სამიტზე მანქანით მოუწევს წასვლა, რადგან ყველა თვითმფრინავი დონალდ ტრამპმა წაიყვანა

10:48, 16.06.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იხუმრა, რომ ჟენევიდან დიდი შვიდეულის სამიტზე მანქანით მოუწევს წასვლა, რადგან ყველა თვითმფრინავი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წაიყვანა

„ვფიქრობ, რომ მანქანით წავალთ. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ვერტმფრენი წაიყვანა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დონალდ ტრამპის დელეგაცია, ჩვეულებრივ, რამდენიმე ვერტმფრენს იყენებს გადაადგილებისთვის.

დიდი შვიდეულის სამიტი 15 ივნისს დაიწყო და 17 ივნისამდე გაგრძელდება.

მსგავსი