ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური შტაბის უფროსი სერგეი შაპტალა თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური შტაბის უფროსი სერგეი შაპტალა თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური შტაბის უფროსიც, სერგეი შაპტალაც გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი იქნება.

„მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას გაწეული სამსახურისთვის. გენერალური შტაბის ახალ უფროსად, ალექსანდრ სირსკის შემოთავაზებით, გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დავნიშნე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ სირსკიმ უკვე შეარჩია მოადგილეები და პრეზიდენტი შესაბამის განკარგულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.

„ყველა მათგანი მებრძოლია, პროფესიონალი ბიჭები, თითოეულს აქვს მკაფიო ცოდნა ფრონტისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეალური საჭიროებების შესახებ“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის არმიის მეთაურის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაური ალექსანდრე სირსკი დანიშნა.