ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტისადმი მიმართვისას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტისადმი მიმართვისას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა

დანიის პარლამენტისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა. ზელენსკის თქმით, ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში, რომელიც მთლიანად განადგურდა, ჯერ კიდევ რჩება 100 000-ზე მეტი ადამიანი, სადაც ადამიანები წყლის დასალევად თოვლს ადნობენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს სურს, რომ უკრაინისგან ნანგრევების და ლტოლვილების მეტი არაფერი დარჩეს.

ზელენსკიმ რუსული საოკუპაციო ძალები დაადანაშაულა ხალხის იძულებით დეპორტაციაში, ასევე გაუპატიურებასა და ძარცვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია, რომლებიც გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს.

„ჩვენ გთხოვთ თქვენ და მთელ მსოფლიოში დემოკრატიულ საზოგადოებას: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავთმოთ რუსული ნავთობი. არა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობას. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის და ეს უნდა იყოს ევროკავშირში სოლიდარობის პოლიტიკა ყველა წევრ სახელმწიფოს შორის“, – თქვა ზელენსკიმ.