ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღო, ასევე გადაეცა F-16-ის ტიპის თვითმფრინავები

22:30, 06.02.2025
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან.

„რაოდენობას ვერ დავასახელებ, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადები ისეთია, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან შევთანხმდით. დიახ, Mirage-ები ჩამოვიდა, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ჩვენ დამატებით ველოდებით F-16-ებსა და Mirage-ებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დასავლური მედიის ცნობით, უკრაინა მუდმივად სთხოვს დასავლელ მოკავშირეებს თანამედროვე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას, მათ შორის ჯავშანტექნიკის, ტანკების, შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს. გასული წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას დაჰპირდა, რომ საფრანგეთი მოამზადებდა უკრაინელ პილოტებს Dassault-ის წარმოების თვითმფრინავების სამართავად.

მსგავსი