ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ გააფორმეს ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ შეთანხმება, რაც ლიეტუვაში თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ უკრაინის სამხედრო ექსპერტთა მუშაობას ითვალისწინებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ გააფორმეს ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ შეთანხმება, რაც ლიეტუვაში თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ უკრაინის სამხედრო ექსპერტთა მუშაობას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბუქარესტში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს შეხვდა და თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმებები გააფორმა.

როგორც ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორმა ქვეყანამ ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

შეთანხმების ფარგლებში უკრაინის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი ლიეტუვაში თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ იმუშავებს.

„გამოწვევები, რომელთაც ვაწყდებით, საერთოა და მათი დაძლევა ერთად გვმართებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს ზელენსკიმ შესთავაზა ანალოგიური შეთანხმების გაფორმება – საჰაერო სივრცის დასაცავად სისტემის შექმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება განიხილა. ზელენსკიმ პოლონეთს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები მჭიდრო უნდა იყოს.

ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთანაც ომის დასრულების დიპლომატიური გზები და ამ პროცესში ევროპის როლი განიხილა.

„მშვიდობის გზაზე ევროპისა და შეერთებული შტატების ერთობა აუცილებელია“, –  განაცხადა ზელენსკიმ.