ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას თავდაცვის თანამშრომლობისა და უკრაინაში იარაღის წარმოების საკითხები განიხილეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას თავდაცვის თანამშრომლობისა და უკრაინაში იარაღის წარმოების საკითხები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ეს იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი. ჩვენ განვაგრძობთ გადაწყვეტილებების მომზადების „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში. ყველაფერი უფრო პრაქტიკული ხდება“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონთან ერთად განიხილა არმიის მხარდაჭერის, თავდაცვის თანამშრომლობისა და უკრაინაში იარაღის წარმოების საკითხები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გვქონდა სიღრმისეული საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და კოორდინაციაზე. აუცილებელია, შევინარჩუნოთ საერთო ხედვა და ერთად მოქმედებისთვის მზადყოფნა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.