ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მარკ რუტესთან, ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო და ლიდერებს დიპლომატიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ლიდერებმა დეტალურად განიხილეს მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების გარანტიებისა და მდგრადობის გაძლიერების ნაბიჯებთან დაკავშირებით.
„ასევე შევეხეთ PURL-ის ინიციატივას და რეპარაციულ სესხს. შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. კოორდინირებულად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.