ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავდეევკაში სამხედრო პოზიციები მოინახულა და სამხედროები დააჯილდოვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავდეევკაში სამხედრო პოზიციები მოინახულა და სამხედროები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავდეევკაში სამხედრო პოზიციები მოინახულა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია ფრონტის ხაზზე. ზელენსკის თქმით, მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს და დააჯილდოვა ისინი.

ამასთან, ზელენსკიმ მეთაურთან თავდაცვითი ვითარება და მათი ძირითადი საჭიროებები მიმოიხილა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოწინავე ხაზზეა, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელსაც მთელი ქვეყანა გადაურჩა სწორედ ასეთი მეომრების წყალობით. მათ, ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს, რაც არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.