ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდასთან უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე ისაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილა. ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„მოვუყევი საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის, ფრონტი ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული გარემოებების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა უახლოეს მომავალში. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, – წერს ზელენსკი.
At the end of this busy day, I spoke with 🇵🇱 President @AndrzejDuda. Told about the course of hostilities, the situation in certain areas of the front. Discussed Ukraine’s current defense needs & joint diplomatic efforts for the near future. We are preparing for important events.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 27, 2023