ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის იმუშავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის იმუშავებს

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც ჩვენთვის იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობა აპირებს ინტენსიური საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მსოფლიოს ყურადღება უკრაინასა და ქვეყნის თავდაცვაზე.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის ოლქებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდებათ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ცას. გუშინ ღამიდან დღეს დილამდე მათ 25 „შაჰედი“ ჩამოაგდეს. 25-დან 25. ეს შესანიშნავი შედეგია. ყოველი ასეთი ჩამოგდება ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, ინფრასტრუქტურის გადარჩენას. მათ ასევე მოახერხეს ტერორისტების ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველასი. სამწუხაროდ, იყო დარტყმები. დნიპრო და ხარკოვი, ოდესა და ლვოვი, კიევი და ზაპორიჟიე – ჩვენს ყველა ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.