ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა რუსული დრონის წარმოების ხაზზე გაჩერება შესაძლებელია, საჭიროა ქვეყნების პოლიტიკური ნება, თუ კრემლმა მეტი დარტყმა აირჩია, სანქციებმა უნდა იმუშაოს, უნდა გამკაცრდეს

13:52, 02.10.2026

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე იერიშებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცხოურმა ქვეყნებმა ოფიციალური მოსკოვის მიმართ სანქციები უნდა გაამკაცრონ.

„ეს არის მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან მოდის. ამ კომპანიების უმეტესობა ცნობილი მწარმოებლები არიან, მაგრამ მათი კომპონენტები რუსეთში მაინც ხვდება. ყველა რუსული დრონის გაჩერება რეალურად შესაძლებელია წარმოების ხაზზე. საჭიროა ამ ქვეყნების პოლიტიკური ნება. თუ კრემლმა მეტი დარტყმა აირჩია, სანქციებმა უნდა იმუშაოს და უნდა გამკაცრდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის ღამით რუსებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, სასურსათო მაღაზიასა და კიევში მდებარე ხიდზე. მისი თქმით, რუსებმა საბავშვო ბაღიც „დაამარცხეს.“

მსგავსი