ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველი რუსული დარტყმა მეტყველებს, რომ პუტინის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არ არის, რაკეტები, რომლებითაც თავს გვესხმიან, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველი რუსული დარტყმა მეტყველებს, რომ პუტინის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არ არის, რაკეტები, რომლებითაც თავს გვესხმიან, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაკეტები, რომლებსაც რუსული არმია იყენებს კიევის წინააღმდეგ, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს.

„ყოველი რუსული ტერორისტული დარტყმა იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში სანქციები პუტინის სისტემის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ყოველი რუსული რაკეტა, რომლითაც ეს მონსტრები თავს ესხმიან ჩვენს ქვეყანას, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც წარმოებულია არა რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნების კომპანიების მიერ“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა სანქციების გამკაცრება და ყურადღების გამახვილება სანქციების გვერდის ავლის საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვჭირდება მეტი სანქცია. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსა და ლიდერის, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ რუსეთზე გაცილებით მეტი ზემოქმედების მოხდენაა საჭირო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.