ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს, ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს, ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობდა, რათა ეს მომხდარიყო. ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს. ასევე, ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით“, – წერს ზელენსკი.