ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიბრძვით მშვიდობის პირველი დღისთვის, ყველაზე გავიმარჯვებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიბრძვით მშვიდობის პირველი დღისთვის, ყველაზე გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის 51-ე დღეს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მშვიდობის პირველი დღისთვის იბრძვის.

„ჯანმრთელობას გისურვებთ. ომის 51-ე დღე. ვიბრძვით მშვიდობის პირველი დღისთვის! ყველაზე გავიმარჯვებთ!“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.