ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე ტრამპს, საუბარში ევროპელი ლიდერებიც იყვნენ ჩართული, განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში ითქვა, ერთობლივი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია, ომი უნდა დასრულდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე ტრამპს, საუბარში ევროპელი ლიდერებიც იყვნენ ჩართული, განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში ითქვა, ერთობლივი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია, ომი უნდა დასრულდეს

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუბარში ევროპელი ლიდერებიც იყვნენ ჩართული.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ეს საუბარი სტივ უიტკოფის მოსკოვთან ვიზიტის შემდეგ შედგა. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია, ომი უნდა დასრულდეს. ეს გულწრფელად უნდა მოხდეს. საუბარში ევროპელი ლიდერებიც იყვნენ ჩართული და მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მხარდაჭერის. განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში იქნა ნათქვამი. უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავის დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველას გვჭირდება მყარი და საიმედო მშვიდობა. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს“, – წერს ზელენსკი.