ვოლოდიმირ ზელენსკი – ვაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე, სამხედროების უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას
ვაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე, სამხედროების უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ემანუელ მაკრონთან.
„ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე, სამხედროების უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, – წერს ზელენსკი.
I had a productive meeting with French President @EmmanuelMacron. We had a detailed one-on-one discussion, focusing on key priorities to further strengthen Ukraine’s position against Russian aggression. A clear focus remains enhancing air defense capabilities.
I expressed… pic.twitter.com/LsVjA8MRge
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 18, 2024