ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრეზიდენტს უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრეზიდენტს უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრეზიდენტს, ტომაშ შუიოკს უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს. ზელენსკიმ უნგრელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა ვილნიუსში, სამი ზღვის ინიციატივის სამიტის ფარგლებში გამართა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე განიხილეს მშვიდობის სამიტისთვის მზადება, რომელიც შვეიცარიაში ივნისშია დაგეგმილი.

„მე მივიწვიე უნგრეთი სამიტზე. ასევე, შევთავაზე, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ და ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შედგენის დაწყება. მადლობა უნგრეთს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი.