ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე 26 ქვეყანა არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის ქმედებების განსახორციელებლად
უკვე 26 ქვეყანა მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის ქმედებების განსახორციელებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მთელი თავისუფალი ევროპა, ამერიკა, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მსოფლიოს სხვა პარტნიორები ჩვენთან არიან. ჩვენი შედეგი: უკვე 26 ქვეყანა მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის ქმედებები განახორციელოს. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის გარანტირებამდე რუსეთს მშვიდობისკენ უნდა უბიძგონ“.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსკოვმა შეწყვიტოს ყველა სამშვიდობო ინიციატივის უარყოფა და გაიგოს ომის გახანგრძლივების შედეგები. მკაცრი სანქციები და ტარიფები – ევროპული და ამერიკული ერთობლივი ძალისხმევა ამის გასაღებია. არ უნდა დარჩეს შესაძლებლობა რუსეთის საომარი მანქანის დაფინანსებისთვის. შემდეგ საჭიროა მეტი მუშაობა, რათა ზეწოლა ნამდვილად ხელშესახები იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.