ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ათეულობით ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს, მადლობას უხდის

00:05, 27.08.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ათეულობით ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს, მადლობა გადაუხადა.

ზელენსკი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავზე ყურადღება გამოიჩინეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

„მხარდაჭერის ყოველი ჟესტი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავზე თქვენ სწორედ უკრაინასა და უკრაინელებზე ფიქრობდით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას თან ერთვის ფოტო, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი შენობები და ნაგებობები, რომლებიც მხარდაჭერის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. მათ შორის არის თბილისის ანძაც.

მსგავსი