ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვა არც უკრაინის და არც ბელარუსის ამოცანა არ არის, ეს რუსეთის ამოცანაა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბელარუსის ადგილი ცივილიზებული ქვეყნების რუკაზე მომავალში სწორედ უკრაინის ომში ჩართვაზე იქნება დამოკიდებული.

„ყოველ შემთხვევაში, მეზობლები ვართ. ასეა თუ ისე, ბელარუსი გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკაზე. ეს ქვეყანა ჩვენი და პოლონეთის მეზობელია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და პოლონეთისთვის. ეს ასევე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენს რეგიონში და უსაფრთხოების გარანტიებს მთელ ევროპაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.