ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის „შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“ შეეხო „სავასლეიკის“ აეროდრომს, რომელსაც უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისას იყენებენ

14:56, 15.08.2026

უკრაინის „შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“ შეეხო „სავასლეიკის“ აეროდრომს, სადაც ბაზირებული არიან იმ რუსული რაკეტების გადამტანი მატარებლები, რომლებიც უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ბომბავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სამიზნე უკრაინიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დადასტურებულია ნავთობის ობიექტის დაზიანება ქალაქ უსტ-ლუგაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული.

„ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების სანქციების ჩვენეული გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი შემცირდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი