ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ გემზე თავდასხმა ჩანს.
ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
„ჩვენი ჯარები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. ორი ასეთი გემი ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელთან გავანადგურეთ. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. ახლა მათ ვეღარ გამოიყენებენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, ოპერაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.