ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა

უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, დათესოს განხეთქილება უკრაინულ საზოგადოებაში და შექმნას ქაოსი ქვეყნის შიგნით.

„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მათთვის მაიდანი გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე, აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს.