ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაში საჰაერო განგაშია, ჩვენს ცაში „შაჰედები“ ცხადყოფს ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანის სიცოცხლის მიმართ
ჩვენს ცაში „შაჰედები“ ცხადყოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანის სიცოცხლის მიმართ, – ამის შესახებ ასე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადებას, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
„რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას, ეთამაშოს ადამიანების სიცოცხლეს – ამ წუთებში უკრაინაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაზე რუსული დრონები აღმოაჩინეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ჩვენს დასაცავად. ჩვენს ცაში „შაჰედები“ ცხადყოფს პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანის სიცოცხლის მიმართ“, – წერს ზელენსკი.
I have just received a report from Commander-in-Chief Oleksandr Syrskyi.
Today, our forces continued their activity on the territory of the Kursk region and are holding their positions. In the Belgorod region, our warriors have advanced and expanded our zone of control.
As for…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 19, 2025