უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადიკალური საგადასახადო რეფორმისა და ყველა კომპანიისთვის საგადასახადო შემოწმების გაუქმების შესახებ განაცხადა.
ზელენსკის მთავრობა აუქმებს დღგ-სა და მოგების გადასახადს. ამის ნაცვლად კი, წესდება ბრუნვის 2%-იანი გადასახადი. მცირე ბიზნესისთვის გადასახადის ნებაყოფლობით გადახდის პრინციპი.
„შეგიძლიათ, გადაიხადეთ, არ შეგიძლიათ – კითხვები არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
„ბიზნესის მაქსიმალური დერეგულაცია. ვაუქმებთ ყველა შემოწმებას ყველა ბიზნესისთვის, რომ ყველამ იმუშაოს ნორმალურად; რომ ყველგან, სადაც არ არის საბრძოლო მოქმედებები, ცხოვრება გრძელდებოდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ეს არის საგადასახადო რეფორმის პირველი ნაბიჯები.