ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმზე იქნება მიღებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმზე იქნება მიღებული

უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმზე იქნება მიღებული, ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე დონბასისა და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

„პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ ყველაფერი უკვე გვესმის. ჩვენ არ გვიღებენ ნატო-ში, რადგან ეშინიათ რუსეთის. სულ ეს არის. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, ვთქვათ, „კარგი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები“. არიან ნატო-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ, გახდნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებსაც სამწუხაროდ, არ შეუძლიათ, უზრუნველყონ ალიანსში ჩვენი ასპროცენტიანი წევრობა, თუმცა მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც ნატო-ს უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში საუბარი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე და უკრაინის კანონმდებლობის ცვლილებებზე.

„მე ვუხსნიდი ყველა მომლაპარაკებელ ჯგუფს: როდესაც საუბრობთ ამ ცვლილებებზე, ისინი შეიძლება იყოს ისტორიული, ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ რეფერენდუმამდე მივალთ. ხალხმა უნდა თქვას და პასუხი გასცეს კომპრომისების ამა თუ იმ ფორმატებზე. ხოლო როგორი იქნებიან ისინი – ეს უკვე უკრაინასა და რუსეთს შორის ჩვენი საუბრისა და გაგების საკითხია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ წავიდე ყველაფერზე, თუ ჩემი ეს სვლა ხალხთან ერთად იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.