ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ აშშ-მა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე, უკრაინა მიესალმება ამ წინადადებას
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, უკრაინა მოწოდებულია მშვიდობისკენ.
„კარგია, რომ საუბარი იყო სრულიად კონსტრუქციული. უკრაინა მოწოდებულია, სწრაფად გადავიდეს მშვიდობისაკენ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს, რადგან სამხედრო დახმარება და დაზვერვის გაზიარება განახლდა. ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს აცნობეს უკრაინის პრინციპული პოზიციები. უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე. უკრაინა მიესალმება ამ წინადადებას. განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები“, – წერს ზელენსკი.
Детальна доповідь української делегації про зустріч із представниками Сполучених Штатів у Саудівській Аравії. Хід перемовин, ключові аспекти.
Добре, що розмова була максимально конструктивною. Україна налаштована на швидкий рух до миру, і ми готові виконати свою частину роботи…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 13, 2025