ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ელოდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერი უახლოეს მომავალში გაიხსნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ელოდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერი უახლოეს მომავალში გაიხსნება

უკრაინა ელოდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერი უახლოეს მომავალში გაიხსნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან მადლობა გადაუხადა ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინელი ხალხის მიმართ გამოთქმული სამძიმრისა და სოლიდარობისთვის რუსეთის ცინიკური და სასტიკი დარტყმის შემდეგ.

„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მკვლელობების შესაჩერებლად, ამ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის დასასრულებლად და ჩვენი ხალხისთვის რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ მიზნით სხვადასხვა დონეზე ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. თუმცა ვიდრე რუსეთი მშვიდობისკენ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მასზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. ურსულამ გაგვიზიარა განახლებული ინფორმაცია ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის მომზადებისა და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის შესახებ და უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერის ერთდროულად გახსნაზე. უახლოეს მომავალში დადებით გადაწყვეტილებას ველოდებით“, – წერს ზელენსკი.