ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დონბასში რუსეთის ახალი თავდასხმისთვის ემზადება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დონბასში რუსეთის ახალი თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინა დონბასში რუსეთის ახალი თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუს ოკუპანტებს დღემდე არ სურთ, აღიარონ, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. „სპეცოპერაცია“ ჩავარდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დღევანდელი რუსული სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონზე, გულიაპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, დონეცკის რეგიონის ქალაქებისა და თემების დაბომბვა – ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცები ამ ბოროტებას რუსეთში წაიღებენ. ასე დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ციებ-ცხელება, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად ვხედავთ. და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, ვინც ამ დროს აახლოებს. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ პარტნიორებმა, მიიღონ ყოველკვირეული გადაწყვეტილებები, რომლებიც ზღუდავს რუსეთის კავშირებს მსოფლიოსთან. ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის მატება – ეს მუდმივად იგრძნონ. ახლა, პირველ რიგში, ეს არის ნავთობის ემბარგო. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება. და ეს არ შეიცვლება“, – თქვა ზელენსკიმ.