ვოლოდიმირ ზელენსკი - სტივ უიტკოფი ნამდვილად იმეორებს კრემლის ნარატივს, მწამს, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან
ვოლოდიმირ ზელენსკი - სტივ უიტკოფი ნამდვილად იმეორებს კრემლის ნარატივს, მწამს, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლის ნარატივს იმეორებს.

ზელენსკის თქმით, ეს ნარატივი უკრაინას მშვიდობის მიღწევაში არ ეხმარება.

„უიტკოფი ნამდვილად იმეორებს კრემლის ნარატივებს. მწამს, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან, და მწამს, რომ, სამწუხაროდ, ეს შეასუსტებს ამერიკელთა მიერ რუსეთზე ზეწოლას“, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სტივ უიტკოფმა 22 მარტს ეთერში გასული ინტერვიუს დროს ტაკერ კარლსონს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პრობლემური არის ოთხი რეგიონი, სადაც რეფერენდუმებით ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობა სურთ.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ ზელენსკის ეს კომენტარი, სავარაუდოდ, ამ განცხადებასთანაც არის დაკავშირებული.