ვოლოდიმირ ზელენსკი - ტყუილი სიტყვები იყო, რომ უკრაინა იქნებოდა ნატო-ში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატო-ს წევრი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტყუილი სიტყვები იყო, რომ უკრაინა იქნებოდა ნატო-ში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატო-ს წევრი

ტყუილი სიტყვები იყო, რომ უკრაინა იქნებოდა ნატო-ში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ, თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.

„ეს იყო უბრალოდ ტყუილი სიტყვები, რომ უკრაინა იქნებოდა ნატო-ში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატო-ს წევრი. ეს არ იყო გულწრფელი. მე ვისურვებდი, გამეთანაბრებინა სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ ნატო-ში და ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

„ესენი არიან აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. თუმცა ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. ტრამპი თუ მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატო-ში, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, ყველა ამის მომხრე იქნება. პრეზიდენტი ტრამპი თუ არ იქნება მზად, რომ დაგვინახოს ნატო-ში – ჩვენ არ ვიქნებით ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.