ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტულ ქვეყანას სურს, ხერსონის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება, მაგრამ ახლა არა მხოლოდ უკრაინა, მოლდოვაც საფრთხის ქვეშაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტულ ქვეყანას სურს, ხერსონის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება, მაგრამ ახლა არა მხოლოდ უკრაინა, მოლდოვაც საფრთხის ქვეშაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განიხილებოდა რუსული მხრიდან თავდასხმისგან უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაცვა, ასევე საჰაერო თავდაცვის რეზერვების შევსება.

„გამოწვევები ძალიან სერიოზულია. რუსი ტერორისტები კვლავ თავს დაესხნენ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. განვიხილეთ ფიზიკური დაცვის ყველაზე ეფექტური მეთოდები და მათი განხორციელება სხვა ობიექტებში. ტერორისტულ ქვეყანას სურს, ხერსონის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის განმეორება, მაგრამ ახლა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაც საფრთხის ქვეშაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროულად თუ არ შეჩერდება ომი, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.

ამასთან, ზელენსკიმ დასძინა, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა იარაღისა და საბრძოლო მასალის სამომავლო მიწოდების საკითხები.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან ითხოვა პარტნიორებთან მუშაობის გაძლიერება.