ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.
ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა თავად გადაწყვეტს, აწარმოოს თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.