ვოლოდიმირ ზელენსკი - თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალს დავავალე, გააძლიერონ ყველა კონტაქტი ამერიკულ მხარესთან, ეს ეხება საჰაერო თავდაცვას, ასევე აშშ-დან მომარაგების ყველა ელემენტს
დღეს თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალს დავავალე, გააძლიერონ ყველა კონტაქტი ამერიკულ მხარესთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, პირველ რიგში, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.
„ამჟამად ჩვენ გვაქვს საჭირო პოლიტიკური განცხადებები და გადაწყვეტილებები. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისინი რაც შეიძლება სწრაფად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი და პოზიციები. პირველ რიგში, ეს საჰაერო თავდაცვას ეხება, ასევე აშშ-დან მომარაგების ყველა სხვა ელემენტს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიწოდება, რაც ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაცვას. ამ კონტაქტებიდან შედეგებს ძალიან მალე ველოდები და ამ კვირაში ჩვენ ვამზადებთ ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური გუნდების შეხვედრების ფორმატებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.